понедельник, 30 марта 2015 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

     ძალინ საინტერესო მოდული იყო ჩემთვის.  ამ მოდულში  ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომი. ეს  დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს. ეს, ასევე, დაგვეხმარება, გავარკვიოთ სწავლებისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი, განვსაზღვროთ შინაარსი და აქტივობები. , კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და განვათავსეთ გუგლი დრაივზე, ვისწავლეთ როგორ უნდა განვათავსოთ დრაივზე ატვირთული პრეზენტაცია ჩვნს ბლოგზე. 

  •  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარა  მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში
დიდი მადლობა ქალბატონ ნანას იმისთვის, რომ ამომწურავი პასუხი მივიღე  ყველა კითხვაზე!

Комментариев нет:

Отправить комментарий