воскресенье, 22 марта 2015 г.

კურსის ხანგრძლივობაა - 36 საათი 
ტრენინგ - დღეების რაოდენობა - 9 დღე
მეცადინეობის ხანგრძლივობა - 4 საათი
კვირაში 2 დღე.
ტრენინგი შედგება 8 მოდულისაგან
კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

1-ლი  მოდული
პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
·         სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა

·          პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა

·         საპროექტო იდეების გენერირება

·         რეფლექსია ჩვენ ბლოგებზე

გავეცანით  ინტელის  ძირითად  მიზნებს, შევქმენით  საქაღალდეები  და     ბლოგი.

ტრენინგი ძალიან საინტერესოა,ამ მოდულმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების  დაგეგმვის პროცესში.მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის საჭიროა პროექტის გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვა. გავეცანით სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების განვითარების და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.




მეორე მოდულის რეფლექსია

მე-2 მოდული   დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობით.  ეს მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა  სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება.  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვა, შეადგენთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზ და განსაზღვრ შეფასების ფორმებ და შეფასების რუბრიკებ, რომელთა მეშვეობითაც შეაფასებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გაზომავთ მოსწავლეთა საჭიროებებს.

       დიდი მადლობა ქალბატონ ნანას იმისთვის, რომ ასე დეტალურად აგვიხსნა ის, თუ როგორ შევადგინოთ შეფასების დროის ჩარჩო.  უკვე ვიცი, რომ  სასწავლო პროცესში შეფასების 5 მიმართულებაზე უნდა გავამახვილო ყურადღება .  შეფასების გეგმა განსაზღვრავს პროექტის სასწავლო მიზნებთან შესაბამისობას, დეტალური და ზუსტი შეფასება ეფექტური სწავლების აუცილებელი პირობაა. დროში გაწერილი შეფასების გეგმა კარგად გამოხატავს თემაზე მუშაობის დროს შეფასების გამოყენების პერიოდებს და შეფასების გეგმის შემუშავებისთვის კარგ საფუძველს წარმოადგენს. 











Комментариев нет:

Отправить комментарий