понедельник, 30 ноября 2015 г.

პროექტი ,,ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრეა

პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო


ოჯახის  ექიმთან ერთად  დაგეგმილი და ჩატარებული  გაკვეთილის  ფრაგმენტი


პროექტის პირველი ფაზა

მოსწავლეები  აგენერირებენ თემასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს და ქმნიან კლასტერულ რუკას


ჯგუფების განაწილების პრინციპისა  და ჯგუფის წევრების მოვალეობების  გაცნობა მოსწავლეებისათვის


четверг, 16 апреля 2015 г.

მერვე მოდულის რეფლექსია

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება

ამ მოდულში ვისწავლე:
  • როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევრები ეფექტურად
  • როგორ ავტვირთო და გავაზიარო საქაღალდე დრაივზე
  • როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი . 
მოვამზადეთ და წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია  კოლეგებისთვის. ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიოები  გუგლი დრაივზე და გამოვაქვეყნეთ პროექტის ბლოგზე, დადებითად  შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი

ჩემი პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 5 апреля 2015 г.

მეექვსე - მეშვიდე მოდულის რეფლექსია

დაგეგმვა  მოსავლეთა წარმატებისთვის
ერთმანეთს გავუზიარეთ  სავარაუდო  ნაშრომები და  შეფასების  რუბრიკები. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ  როგორ უნდა  შევუწყოთ ხელი  მოსწავლეების  თვითრეგულირებად სწავლას.  ყველა  ტიპის  მოსწავლისათვის  მოვიძიეთ  დიფერენცირებული  სწავლების  გზები.  ვისწავლეთ  თუ  როგორ  დავგეგმოთ  შეფასებები  მოსწავლეთა  თვითრეგულირებისათვის, ვისწავლეთ  თუ  როგორ უნა შევქმნათ  დამხმარე რესურსი   მოსწავლეებისათვის  გზის მისაცემად.ყოველივე  ამის  შემდეგ უკვე  შემიძლია  ჩემი პროექტის  მოდიფიცირება.  დავიწყე  თემისთვის  საჭირო  ფასილიტაციის  მასალების  მომზადების  დაგეგმვა.

суббота, 4 апреля 2015 г.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება
       მოცემულ  მოდულში  გავეცანით,  თუ  როგორ  შეიძლება გამოვიყენოთ  რუბრიკები, ქულების  მინიჭებს სქემები  და  შინაარსის  ათვისების  ჩეკლისტები,  21-ე  საუკუნისა  და  მაღალი   დონის  სააზროვნო  უნარების  განვითარებისთვის  პროექტზე  მუშაობის  დროს.
      ინტელის  საგანმანათლებლო  სახელმძღვანელოდან  გამოვიყენეთ  შეფასების  ფორმები  და შევიმუშავეთ   შეფასების  გეგმები  თემისთვის  განკუთვნილი  შემაჯამებელი  შეფასების  შესაქმნელად.
    დავათვალიერეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომები  და  შევამოწმეთ  ნაშრომში შემავალი ყველა  კომპონენტი  თემის  მიზნებთან  შესაბამისობის  კუთხით.

понедельник, 30 марта 2015 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

     ძალინ საინტერესო მოდული იყო ჩემთვის.  ამ მოდულში  ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომი. ეს  დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს. ეს, ასევე, დაგვეხმარება, გავარკვიოთ სწავლებისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი, განვსაზღვროთ შინაარსი და აქტივობები. , კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და განვათავსეთ გუგლი დრაივზე, ვისწავლეთ როგორ უნდა განვათავსოთ დრაივზე ატვირთული პრეზენტაცია ჩვნს ბლოგზე. 

  •  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარა  მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში
დიდი მადლობა ქალბატონ ნანას იმისთვის, რომ ამომწურავი პასუხი მივიღე  ყველა კითხვაზე!

მესამე მოდულის რეფლექსია



      ამ მოდულში განვსაზღვრეთ, თუ როგორ მოვახერხებთ  ჩვენ მიერ დაგეგმილ  სასწავლო პროექტში  21-ე  საუკუნის უნარების  ეფექტურად  ინტექრირებას.  გავეცანით იმ ინტერაქტიულ ინტერნეტ რესურსებს, რომლებიც დაგვეხმარება ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა  თანამშრომლობასა  და  კომუნიკაციას.  განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და შეფასების მეთოდები.  ვებსაიტის საავტორო უფლებებისა და  მათ  გამოყენებაზე ინფორმირების  შემდეგ  დავგეგმეთ  ინტერნეტის  გამოყენების  შესაძლებლობები  ჩვენი  თემის  ფარგლებში.